ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა. გავეცანი ინტელის ძირითა სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში. ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში,წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდაში. ვისწავლე პროექტების წერა.
. შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21- საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე ბლოგებისა და ბუკლეტის შექმნა, პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩემი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები, განვსაზღვრე მიზანი. სტანდარტების და მიზნების გათვალისწინება დამეხმარება, რომ მოსწავლეები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.
ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები,შევცვალე ფონები, ვისწავლე ბლოგში სურათების ჩასმა, ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები,
განვიხილეთ გაჯეტები, გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.რათა დავადგინო მოსწავლეების საჭიროებები და მის მიხედვით დავგეგმო აქტივობები.
განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დავურთო კომენტარი კოლეგის ბლოგს. ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში-და მივაბი ჩვენს ბლოგს. ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსე ჩვენი პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის
ნიმუშები.ამ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ რათა სასწავლო პროცესი ჩემი მოსწავლებისათვის უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახდეს.
მოვისმინეთ ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების პროექტები, ვფიქრობ ყველა მათგანი დღევანდელი გადასახედიდან ძალიან აქტუალურია,
მე ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა მასწავლებლისათვის.
უღრმესი ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისთვის.პროფესიონალიზმისა და სათნოებისთვის.